ნინო ჟიჟილაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ტყუილში ამხელს

„მაესტროს“ ყოფილი ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ტყუილში ამხელს. ამასთანავე, ნინო ჟიჟილაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიორგი კანდელაკის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელიც მან ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„აქედან, ევროპის საბჭოს ტრიბუნიდან ნათქვამს კი ვერ გავანეიტრალებ, მაგრამ ახლა მოვისმინე და მაინც მინდა ვთქვა: “მაესტროდან” წამოსულ არც ერთ თანამშრომელს არ უთქვამს, რომ “სახელმწიფო კანცელარია, პრემიერის ადმინისტრაცია, რეგულარულად ერეოდა სარედაქციო პოლიტიკაში” (29.01, სტრასბურგი).
ეს არასწორია/ტყულია. Irma Nadirashvili არ მყავს მეგობრებში გიორგი კანდელაკი, იქნებ გადასცეთ და ასევე, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ მიერ გაცემული ინფორმაცია ნამდვილად იძლევა ანალიზისა და მედიაში არსებულ არასასურველ ტენდენციებზე მსჯელობის საფუძველს (რაც მედიას სხვადასხვა ხარისხით გვაწუხებდა ბოლო 10 წლის განმავლობაში), თუმცა მაინც გთხოვთ, ჩვენი ციტირებისას ნუ შეთხზავთ მოსაზრებებს საკუთარი ფანტაზიით.
იმედია, ამ ქეისზე საუბრისას სამომავლოდ იქნებით უფრო ზუსტი. მადლობა!“ – წერს ნინო ჟიჟილაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოში მედიის თავისუფლების საკითხზე დებატების დროს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ხელისუფლება მედიის ზეწოლაში დაადანაშაულეს. როგორც დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, „ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „პოსტზე არჩევისთანავე საჯაროდ დაიწყო დავა მთავარი და უმსხვილესი ტელეკომპანიის, “რუსთავი 2”-ის მფლობელობის შესახებ“. ევროსაბჭოში სიტყვით „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი გიორგი კანდელაკი წარდგა. მან ყურადღება ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გაამახვილა, ასევე ტელეკომპანია „მაესტროს“ საკითხზე ისაუბრა. კანდელაკმა მოუწოდა ევროსაბჭოს, თვალი ადევნოს მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები