ე.წ. სამხრეთ ოსეთმა მოსკოვს მეკავშირეობისა და ინტეგრაციის პროექტი გაუგზავნა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა მოსკოვს თანამშრომლობისა და ინტეგრაციის პროექტი გაუგზავნეს. ამის შესახებ თვითაღიარებული „რესპუბლიკის“ ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა.
„რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების პროექტი დაამუშავა და შეათანხმა“, – აღნიშნა თიბილოვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინტეგრაციის და მეკავშირეობის შეთანხმება თავდაცვის და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნას, რუსეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გაუქმებას, საბაჟო ორგანოების გაერთიანებას, ასევე რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებას გულისხმობს.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2015 წელს რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის 6,5 მილიარდის რუბლის გამოყოფას გეგმავს.