„თამაზ ავდალიანი სიკეთით, წესიერებითა და თავმდაბლობით იყო გამორჩეული“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წევრის თამაზ ავდალიანის გარდაიცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერი თამაზ ავდალიანის ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს უსამძიმრებს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი მეგობრისა და თანამებრძოლის თამაზ ავდალიანის გარდაიცვალების გამო. იგი იყო ნამდვილი პატრიოტი, საქართველოსთვის გულანთებული კაცი. პარტია ,,ქართული ოცნების“ დაარსების დღიდან ერთად ვიბრძოდით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
სიკეთით, წესიერებითა და თავმდაბლობით იყო გამორჩეული თამაზ ავდალიანი. იგი ერთგულად ემსახუროდა ქვეყანას და ვალმოხდილი წავიდა ჩვენგან. ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ თამაზ ავდალიანის ოჯახს, მის ახლობლებსა და კოლეგებს“,- აღნიშნულია პრემიერის სამძიმრს წერილში.