გიორგი პაპუაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე დინ შპილმანს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ორი სასამართლოს პრაქტიკის დაახლოების ასპექტები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მათ შორის ბოლო, რომელიც ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისა და პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას ეხება.
დინ შპილმანმა გიორგი პაპუაშვილისგან მიიღო მოწვევა და გამოთქვა სურვილი ბათუმს სტუმრის სტატუსით ეწვიოს სექტემბერში საერთაშორისო კონფერენციაზე „საკონსტიტუციო სასამართლოების და რელევანტური ინსტიტუტების მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების გამოყენება: გამოწვევები დიალოგისთვის“.
კონფერენციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უმასპინძლებს, როგორც ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის თავმჯდომარე.
დაგეგმილ ღონისძიებაზე ბათუმს ეწვევიან 41 ევროპული ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოებისა და სხვა რელევანტური ინსტიტუტების თავმჯდომარეები და სხვა მაღალი რანგის დელეგატები.
გიორგი პაპუაშვილისა და დინ შპილმანის შეხვედრა განხორციელდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი სამუშაო წლის დაწყებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები