სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე, სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
მსხალდიდის მკვიდრმა სატვირთო ავტომობილით, სოფელ ნაფეტვრების მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი სამშენებლო ნარჩენები გაიტანა.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურაში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ინტენსიურად განაგრძობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები