გიორგი მარგველაშვილი თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წევრის თამაზ ავდალიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრეზიდენტი გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი თამაზ ავდალიანის გარდაცვალების შესახებ. მისი სახით მისმა ახლობლებმა და კოლეგებმა დაკარგეს გულისხმიერი მეგობარი, ქვეყანამ კი – კარგი მამულიშვილი. ამ მძიმე წუთებში, სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თამაზის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრს წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები