ვერშბოუ: საქართველო რეგიონისთვის სამაგალითო ქვეყანაა

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუს შეფასებით, საქართველო რეგიონისთვის სამაგალითო ქვეყანაა.
როგორც მან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო არის უსაფრთხოების ექსპორტიორი ქვეყანა და სახელმწიფო, რომელიც ახორციელებს რეალურ რეფორმებს.
“ნატოს პრინციპები ძალიან ნათელია, ის არ შეცვლილა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს ძალისხმევას. მან უკვე აირჩია თავისი მოკავშირეები. ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეცვლილა, არ შეიცვლება და ის ადრე თუ გვიან გახდება ალიანსის წევრი. ჩვენ წლების განმავლობაში ვისმენთ საქართველოს პოზიციას (და დარწმუნებული ვარ, ამას ახორციელებს კიდეც), რომ მშვიდობიანი გზით გადაწყვიტოს პრობლემა აფხაზეთში. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო რთული ხდება იმ უკანონო ხელშეკრულების გამო, რომელიც დაგმო ნატომ. საქართველო არის მაგალითი რეგიონისთვის – სამაგლითო ქვეყანაა. ის არის ექსპორტიორი ქვეყანა უსაფრთხოებისა. არის ქვეყანა, რომელიც ახორციელებს რეალურ რეფორმებს, დემოკრატიულ რეფორმებს საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ და ეს არის ქვეყანა, რომელიც ახორციელებს თავის სუვერენულ არჩევანს. რაღაც სამუშაო უნდა გატარდეს მომავალშიც, მაგრამ თქვენ უფრო და უფრო უახლოვდებით მიზანს. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას”, – განაცხადა ვერშბოუმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები