თბილისში პატრულის თანამშრომლებმა მამაკაცი თვითმკვლელობისგან იხსნეს

თბილისში, ბარათაშვილის ხიდიდან დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცმა თვითმკვლელობის მიზნით გადმოხტომა სცადა. არსებული ინფორმაციით, იგი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
თვითმხილველთა განცხადებით, ადგილზე საპატრულო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი, რომელთაც მამაკაცს გადახტომის უფლება არ მისცეს. აღნიშნულ ფაქტს შსს-ში ადასტურებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები