ოზურგეთში, საცხოვრებელ სახლში 3 ჭურვი იპოვეს
გურიაში, ოზურგეთში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ჭურვები აღმოაჩინეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აღნიშნულ საცხოვრებელში რამდენიმე დღის წინ მარტოხელა მოხუცი გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ახლობლები საცხოვრებელ სახლს ალაგებდნენ, რა დროსაც პირველ სართულზე სათავსოში, გახვეული სამი ჭურვი იპოვეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ტარება – დამზადება – გასაღებას გულისხმობს.