საქალაქო სასამართლოსთან ხუთი პირი დააკავეს

    საქართველოს საქალაქო სასამართლოს ეზოში დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა ხუთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან. დაკავებულები ურთიერთსაწინაამდეგო აქციების მონაწილეები არიან. შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს ეზოში რამდენიმე წუთის წინ ვანო მერაშვილის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა.საქართველოს საქალაქო სასამართლოს ეზოში დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა ხუთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, მოქალაქეები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან. დაკავებულები ურთიერთსაწინაამდეგო აქციების მონაწილეები არიან. შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს ეზოში რამდენიმე წუთის წინ ვანო მერაშვილის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები