გერმანული ფილმის „სხვების ცხოვრება“ ჩვენება გაიმართება

30 იანვარს, 18:00 საათზე, მთავარი ბიბლიოთეკის კინოკლუბში ფლორიან ფონ დონერსმარკის გერმანული ფილმის „სხვების ცხოვრება“ ჩვენება გაიმართება. ფილმი 2006 წელს არის გადაღებული და, რეჟისორის და სცენარისტის დონერს მარკის სადებიუტო ნამუშევარია. კინოსურათი რეალურ ისტორიებს ეყრდნობა. ფილმი ერთგვარად რეკორდსმენია. გერმანიაში ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტ ნომინაციაში იყო ნომინირებული. 2007 წელს კი ფილმმა ამერიკული კინოაკადემიის მთავარი პრიზი „ოსკარი“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში მოიპოვა. მთავარ როლებს ასრულებენ ულრიჰ ტუკური, მარტინა გედეკი და ვერნერ დაენი. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები