ლიკა გოგლიძის წარმატება კოპენჰაგენის საერთაშორისო მოდის ფესტივალზე

25-27 იანვარს, კოპენჰაგენში საერთაშორისო მოდის ფესტივალი „CIFF Kids“ გაიმართა. აღნიშნული ყოველწლიური ფესტივალი სკანდინავიის ქვეყნებში ყველაზე დიდ ღონისძიებას წარმოადგენს, რომელზეც სპეციალურად ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის დამზადებული ტანსაცმლისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა იმართება. ფესტივალში მონაწილეობენ წამყვანი სკანდინავიური და საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან საბავშვო პროდუქციაზე. მათ შორის, წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: „Levis Kids”, „Lego Wear“, „Mads Nørgaard“ და სხვა.
წელს პირველად, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ლიკა გოგლიძის კომპანია „INKY GOLD”. აღსანიშნავია, რომ ქართველი დიზაინერის პროდუქციამ დანიელი დამთვალიერებლისა და სავაჭრო კომპანიების წარმომადგენლების მოწონება დაიმსახურა. ფესტივალს ასევე დაესწრო დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ რთველიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები