კეზერაშვილი: ჩემს წინააღმდეგ ორივე საქმე აბსოლუტურად ხელოვნური იყო
ექს – ან პროვანსის სასამართლოს დარბაზის დატოვების შემდეგ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. კეზერაშვილმა ჟურნალისტებს სამომავლო გეგმები არ გაუმხილა. მისი თქმით, ის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ საქართველოში ექსტრადირებას არ მოახდენდნენ, ელოდა, რადგან მის წინააღმდეგ ორივე საქმე ხელოვნური იყო.
„რა თქმა უნდა, ამას ველოდებოდი. ძალიან მიხარია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საფრანგეთის სასამართლომ იმიტომ, რომ ორივე საქმე ჩემს წინააღმდეგ აბსოლუტურად ხელოვნური იყო. რა გეგმები მაქვს, ჯერ ამას ვერ გეტყვით“,- განაცხადა დავით კეზერაშვილმა.
კეზერაშვილის ექსტრადირებაზე საქართველოს მხარეს ფრანგულმა სასამართლომ უარი უთხრა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.