“კარფურში” ევაკუაცია და განგაში გამოცხადდა

ჰიპერმარკეტ კარფურში ცოტა ხნის წინ განგაში გამოცხადდა, აღნიშნულ ინფორმაციას „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, სოციალურ ქსელში წერს.
„მეგობრებო! დაახლოებით ერთი საათის წინ ოჯახის წევრებთან ერთად ვიყავი ,,კარფურში”. უცებ სპეცმოწყობილობიდან მამაკაცის ხმა აცხადებს: ,,კარფურის” ადმინისტრაცია მოგიწოდებთ, ურიკები დატოვეთ ადგილზე და სასწრაფოდ დატოვეთ შენობა!” წარმოგიდგენიათ რაც მოხდებოდა. ზოგს, ალბათ იური ვაზაგაშვილის ტერაქტი გაახსენდა, ზოგსაც – რამდენიმე კვირის წინ ,,კარფურის” საიტის გატეხვა და აფეთქების მუქარა. მოკლედ, სასწრაფოდ დავტოვეთ შენობა, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიიდან არ გავსულვართ. საბოლოოდ გაირკვა, რომ სისტემამ აურია და სახანძრო განგაშის სიგნალი ჩაირთო. ცოცხლები ვართ. ,,კარფური” დგას“ – წერს ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში.
“კვირა” აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მომხდარის გამო უწყებისთვის არავის მიუმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები