რუსთავში 25 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა

რუსთავში 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცმა ყოფილი მეუღლისა და სიდედრის თვალწინ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს შესასვლელთან თავი მოიკლა. ის მეუღლესთან გაშორებული იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები