თბილისში, ნაგავსაყრელზე გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

ვარკეთილში ახალშობილი ნაგავსაყრელზე გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში მდებარე სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ახალშობილის ცხედარი ერთ-ერთმა მოქალაქემ აღმოაჩინა და აღნიშნულის შესახებ „112“-ს აცნობა. როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მისულ საპატრული პოლიციის თანამშრომლებს ახალშობილი გარდაცვლილი დახვდათ.
შსს-ს ინფორმაციითვე, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები