პოროშენკომ პუტინს წერილი მიწერა და სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს მფრინავი ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების თხოვნით მიმართა.
შეგახსენებთ, რომ სავჩენკოს ბრალად რუსი ჟურნალისტების დაღუპვის საქმეში მონაწილეობა ედება.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პუტინისთვის გაგზავნილ წერილში პოროშენკო პუტინისგან ასევე მინსკის შეთანხმებების შესრულებას ითხოვს.
„პრეზიდენტ პუტინს წერილი გავუგზავნე. მისი ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არა მარტო ცეცხლის შეწყვეტის და მინსკის შეთანხმებების შესრულება, არამედ ნადეჟდა სავჩენკოს და ყველა მძევლის გათავისუფლებაა“, – ნათქვამია პოროშენკოს შეტყობინებაში.
ნადეჟდა სავჩენკო გასული წლის ზაფხულში პრორუსული სეპარატისტების მიერ ლუგანსკის ოლქში მძევლად იყო აყვანილი და რუსეთში გაგზავნილი, სადაც ორი ჟურნალისტის დაღუპვის საქმეზე გაასამართლეს. რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, მფრინავმა ცეცხლის კორექტირება მოახდინა, რამაც ჟურნალისტების სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები