დავით ნარმანია: თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრის მედდებს ხელფასი გაეზრდებათ

თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის მედდებს ხელფასი გაეზრდებათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, უფროსი მედდის შრომის ანაზღაურება 100 ლარით, უმცროსი მედდის კი 125 ლარით გაიზრდება. “როგორც კი დედაქალაქის მმართველობაში მოვედით, 2014 წლის სექტემბერში მივიღეთ გადაწყვეტილება და სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროს და უმცროს ექიმებს, ასევე მძღოლებს შრომის ანაზღაურება გავუზარდეთ. მაშინ მედდებს დავპირდით, რომ იანვრიდან მათაც გაეზრდებოდათ შრომის ანაზღაურება. დღეს ვასრულებთ ამ დანაპირებს და მათვრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, უფროსი მედდის შრომის ანაზღაურების ზრდა გათვალისწინებული გვაქვს 100 ლარით და შეადგენს 850 ლარს, ხოლო უმცროსი მედდის შრომის ანაზღაურების ზრდა გათვალისწინებულია 125 ლარით და შეადგენს 750 ლარს. მინდა, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ჩვენ სისტემაში მუშაობს და, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, 24 – საათიან სამუშაო რეჟიმშია, ვუთხრა, რომ თბილისის მერია ყოველთვის იზრუნებს მათზე და მათთვის შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს”, – განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები