დავით კეზერაშვილმა ექს-ან პროვანსის სასამართლო უკვე დატოვა
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა საფრანგეთში ექს-ან- პროვანსის სასამართლო უკვე დატოვა. კეზერაშვილის ექსტრადირებაზე საქართველოს მხარეს ფრანგულმა სასამართლომ უარი უთხრა. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. ინფორმაცია “კვირას“ კეზერაშვილის ადვოკატმა საქართველოში შოთა მინდელმა დაუდასტურა.