საერთაშორისო სემინარი – „ბიბლიური ფასეულობანი და თანამედროვეობა“ გაიხსნება

დღეს, 11:00 საათზე მეცნიერებათა აკადემიის დიდ დარბაზში საერთაშორისო სემინარი თემაზე „ბიბლიური ფასეულობანი და თანამედროვეობა“ გაიხსნება. სემინარის ორგანიზატორები არიან: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი.
სემინარში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ „პროფესორთა ფორუმის“ წარმომადგენლები გერმანიიდან: პროფესორები ჰანს იოახიმ ჰაანი, კლაუს ბიომერი და რაინჰარდ ჰაუპტი.
„პროფესორთა ფორუმი“ გერმანიაში 90-იანი წლებიდან ჩამოყალიბდა და აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნისა და სხვადასხვა დარგის მეცნიერებს. ისინი ინტერესდებიან და იკვლევენ თანამედროვე საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა პრობლემას ბიბლიური ღირებულებების ფონზე. კვლევის თემებია: შრომის კულტურა, განათლების, ეკონომიკის, ოჯახის, სარწმუნოების და სხვა საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები