როლანდ დუმბაძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნა

27 იანვარს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში როლანდ დუმბაძის რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნა. გამოფენის მიზანია, დიდი ხნის შემდეგ ფართო საზოგადოებას წარუდგინოს როლანდ დუმბაძის მიერ წლების მანძილზე განსაკუთრებულ ფერწერულ სტილში შექმნილი საუკეთესო ნამუშევრები.
როლანდ დუმბაძემ დაამთავრა სამხატვრო აკადემიის სამრეწველო გრაფიკის სპეციალობა. 1978 წლიდან მუშაობდა მხატვარ-გრაფიკოსად საქართველოს ტელევიზიის I არხზე, თბილისის დიზაინის კვლევით ინსტიტუტში და მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში.
აღსანიშნავია, რომ მხატვარმა შექმნა ფორმის დიზაინი საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისათვის. მხატვარი 1990 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს მოსკოვში, სადაც გახსნა საბავშვო სტუდია, მიიღო აქტიური მონაწილეობა „არბატის ივერიის“ გალერეის შექმნაში, კურირებდა ქართველი მხატვრების გამოფენებს მოსკოვში. 2004 წლიდან დღემდე ავტორმა გამოფენები გამართა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში: ნიცა, ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი, მადრიდი, ვალენსია, ბერლინი და ა.შ. 2009 წელს როლანდ დუმბაძე დაბრუნდა საქართველოში და გახსნა მოდის, დიზაინისა და მოდელირების სტუდია, ამავდროულად, ის გახლავთ მოწვეული პედაგოგი სამხატვრო აკადემიაში. გამოფენა 3 თებერვლამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები