ვანო მერაბიშვილის განაჩენს სასამართლო დღეს გამოაცხადებს
26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილის მიმართ განაჩენი დღეს, 15:00 საათზე გამოცხადდება. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. სასამართლოს ეზოში შესვლის საშუალება არ ეძლევათ ავტომობილებს. საქალაქო სასამართლოს ეზოში მობილიზებული არიან სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებიც. 26 მაისის საქმის განხილვა დასრულებულია. დაცვის მხარემ გუშინ დასკვნითი სიტყვა წარადგინა, რის შემდეგაც მხარეებმა რეპლიკები წარმოთქვეს. ბრალდების მხარემ რეპლიკის დროს მოსამართლეს გამამტყუნებელი განაჩენისკენ მოუწოდა. პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით უნდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ სხვა ვერც ერთმა ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის მიმართ ძალის გამოყენება ვეღარ შეძლოს.