არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ სერვანტესის საფლავი აღმოაჩინეს
ესპანელი არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ სერვანტესის საფლავს მიაკვლიეს. მეცნიერების განცხადებით, აღმოჩენილია კუბო ინიციალებით „მ.ს“. მათი თქმით, შესაძლოა, „დონ კიხოტის“ ავტორის მიგელ დე სერვანტესის საფლავზე იყოს საუბარი.
არქეოლოგებმა კუბოს ინიციალებით „მ.ს“. მადრიდის ძველი ნაწილის ე.წ. „ლიტერატურულ კვარტალში“, მონასტრის ტერიტორიაზე მიაკვლიეს. სავსებით შესაძლებელია, რომ საფლავი სერვანტესს ეკუთვნოდეს. საბოლოო დასკვნას მეცნიერები ნეშტის კვლევის შემდეგ გააკეთებენ.
თითქმის 400 წლის განმავლობაში უდიდესი მწერლის საფლავის ადგილმდებარეობა უცნობი იყო. აღნიშნული აღმოჩენა, დადასტურების შემთხვევაში ისტორიული იქნება.