ჟან მარი ლე პენი ბინაში ხანძრის შედეგად დაიწვა
ფრანგული ნაციონალისტური პარტია „ნაციონალური ფრონტი“-ს დამაარსებლის ჟან მარი ლე პენის ბინას ცეცხლი გაუჩნდა, რა დროსაც სახლში 86 წლის პოლიტიკოსიც იმყოფებოდა. ამ ინფორმაციას „Agence France-Presse“ ავრცელებს. „სახლი დაიწვა, მამაჩემიც შინ იმყოფებოდა. მან სახის დამწვრობა მიიღო, მაგრამ სერიოზული არ არის , სანერვიულო არაფერია“ – განაცხადა „ნაციონალური ფრონტი“-ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მარი ლე პენმა.
გავრცელებული ცნობით, ლე პენი ხანძრის დროს ბინის დატოვებას ცდილობდა, თუმცა დაიმტვრა და დაეცა. როგორც მეხანძრეებმა და პოლიციის წარმომდგენლებმა განაცხადეს, ხანძრის ჩაქრობა მათ მალე მოახერხეს. ხანდაზმულ პოლიტიკოსს პირველადი სასწრაფო დახმარება ადგილზევე გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჟან მარი ლე პენმა „ნაციონალური ფრონტი“ 1972 წელს დაარსა და მას 2011 წლამდე ხელმძღვანელობდა. შემდეგ პარტიის მეთაურობა ქალიშვილს მარი ლე პენს გადასცა. ჟან მარი ლე პენი რამდეჯერმე იყო საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი. ნაციონალისტური შეხედულებებით ცნობილი პოლიტიკოსი ემიგრაციის და საფრანგეთის ევროინტეგრაციის აქტიური მოწინააღმდეგე გახლდათ.