როგორ ახასიათებდა ოთარ იოსელიანი ვლადიმერ პუტინს
უკრაინული მედია უდიდესი რეჟისორის ოთარ იოსელიანის ინტერვიუს და მის მიერ პუტინის შეფასებას იხსენებს.
ჟურნალისტი ბაჩო ქორჩილავა წერს: „ოდესღაც, მრავალი წლის წინ უდიდესი ქართველი და ფრანგი რეჟისორის ოთარ იოსელიანის ინტერვიუ წავიკითხე. ეს ერთ-ერთი ყველაზე ფილოსოფური ინტერვიუ იყო, რასაც კი ოდესმე გავცნობივარ… ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როგორი დამოკიდებულება აქვს რუსეთის მთავრობის მიმართ (მაშინ პუტინი ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში). ზუსტად ვერ გადმოვცემ, რა ისაუბრა ოთარმა, საერთო ჯამში, მან რუსეთის ხელისუფლება უარყოფითად დაახასიათა, მაგრამ მეხსიერებაში დარჩა ერთი ფრაზა: „ხელისუფლებაში იმ ადამიანების შვილები არიან, რომლებმაც ტყავის ქურთუკებით და მაუზერებით ხელში თავისივე ინტელიგენცია დაცხრილეს“… ვფიქრობ, პუტინის უკეთესი შეფასება არავის გაუკეთებია“, – წერს ჟურნალისტი.