მექსიკაში გაუჩინარებული ჟურნალისტი თავმოკვეთილი იპოვეს

მექსიკის ხელისუფლებამ გაუჩინარებული ჟურნალისტის მოისეს სანჩეს სერესოს გვამი აღმოაჩინა. ჟურნალისტი სამი კვირის წინ დაიკარგა. ის 2 იანვარს შტატ ვერაკრუსში, საკუთარი სახლიდან გაიტაცეს.
ცნობილია, რომ სერესო საქალაქო გაზეთის მფლობელი იყო. პროკურატურის ცნობით, თავმოკვეთილი ჟურნალისტი ქალაქ მედელინ-დე-ბრავოს შორეულ რაიონებში აღმოაჩინეს. სერესოს მკვლელობა პოლიციის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა უკვე აღიარა. მკვლელის თქმით, ის ქალაქის მერის ბრძანებას ასრულებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები