ქმარმა ცოლს ეჭვიანობის ნიადაგზე თავი მოაჭრა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში შემზარავი ფაქტი მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოქალაქე ილჰამ სულეიმანოვმა კონფლიქტის დროს მეუღლეს თავი მოაჭრა და გარეთ გადააგდო.
როგორც ადგილობრივი მედია სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იტყობინება, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
შემთხვევის შემდეგ ეჭვმიტანილი პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა და დანაშაული აღიარა.