ამერიკული უპილოტო ობიექტის დარტყმის შედეგად „ალ-ქაიდას“ 3 წევრი დაიღუპა
იემენში ამერიკული უპილოტო ობიექტის დარტყმის შედეგად ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ 3 წევრი დაიღუპა. სამხედროების ინფორმაციით, დარტყმის მიზანი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოძრავი ავტომობილი იყო. საჰაერო დარტყმები – ამ რეგიონში ექსტრემისტების შეჩერების აშშ-ს სტრატეგიის ძირითადი ინსტრუმენტია, თუმცა პენტაგონის პოლიტიკა ამ საკითხში კრიტიკას ექვემდებარება, განსაკუთრებით ეს იემენში დღევანდელი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით ხდება, – წერს „ბი-ბი-სი“.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას მეამბოხე-შიიტების ზეწოლის შედეგად ქვეყნის მთავრობა, რომელსაც აშშ მხარს უჭერდა, გადადგა.