ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა უკრაინელების აქციის ფონზე წარიმართება
სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია იწყება, ევროსაბჭოს შენობასთან კი უკრაინელების ხმაურიანი აქცია მიმდინარეობს. ისინი ევროკავშირს მოუწოდებენ, რუსეთის მიმართ სანქციები გამკაცრდეს და გაგრძელდეს.
დაეკისრება თუ არა რუსეთს ახალი სანქციები, ამის შესახებ ევროსაბჭო დღეიდან იმსჯელებს. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სანქციებს ვადა გაუვიდა. გასულ წელს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით რუსეთს ევროსაბჭოში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა.
რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების მომხრეა საქართველოც. ქართულ დელეგაციაში აცხადებენ, რომ სანქციები უნდა გამკაცრდეს.
რუსული დელეგაციის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ ევროპამ რუსეთის მიმართ სანქციები უნდა შეწყვიტოს.
“რუსეთს არ ეშინია სანქციების, ევროპისგან განსხვავებით, რადგან მათ ეკარგებათ კავშირები. აღმოჩნდა, რომ ეკონომიკურად ძლიერი გერმანია, ასრულებს ძია სემის ბრძანებებს ოკეანის მიღმა. ევროპა უნდა დაფიქრდეს. თუ პარლამენტარებს ერთმანეთში საუბარი არ სურთ ისე, როგორც საჭიროა, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს დემოკრატია და ადამიანს უფლებები”,-აცხადებს რუსული დელეგაციის წევრი ლეონიდ სლუცკი.