პუტინი: კიევს მშვიდობიანი გზით სიტუაციის დარეგულირება არ სურს

კიევს კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიანი გზით წასვლა არ სურს და სამშვიდობო შესვენება მხოლოდ ძალების გადაჯგუფების მიზნით გამოიყენა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, კიევის ოფიციალური ხელისუფლებას მშვიდობიანი მოგვარების გზით წასვლა არ სურს, არ სურს კონფლიქტის მოგვარება პოლიტიკური საშუალებებით. თავიდან სამართალდამცავი ორგანოები გამოიყენეს, შემდეგ უსაფრთხოების სამსახური, შემდეგ არმია“, – განაცხადა პუტინმა.
უკრაინაში, პუტინის თქმით, „ტრაგიკული მოვლენები ვითარდება, თავისი არსით, ეს სამოქალაქო ომია. და უკრაინაში, ჩემის აზრით, ბევრს ეს მშვენივრად ესმის“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის ლიდერის მოსაზრებით, უკრაინული არმია – ეს ნატოს ლეგიონია, რომელსაც უკრაინის ეროვნული ინტერესები არ გააჩნია, მას გეოპოლიტიკურ მიზნად რუსეთის შეკავება აქვს დასახული. „ჩვენ ხშირად ვამბობთ: უკრაინული არმია, უკრაინული არმია. სინამდვილეში, ვინ იბრძვის იქ? იქ ნამდვილად ნაწილობრივ შეიარაღებული ძალების ოფიციალური ქვედანაყოფებია, მაგრამ საკმაო დონით ეს ეგრედ წოდებული „მოხალისეთა ეროვნული ბატალიონებია“, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები