ოთარ დანელია: ვახტანგ გომელაური ნამდვილად განსაკუთრებული პიროვნებაა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაურის შესაძლო დანიშვნას ეხმაურება.
როგორც მინისტრი აცხადებს, ვახტანგ გომელაური თავისი პროფესიონალიზმით, ვაჟკაცობით და ქართველობით გამოირჩევა.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ შს მინისტრის პოსტზე ოთარ დანელიას კანდიდატურაც განიხილებოდა, მინისტრი აღნიშნულს უარყოფს. “ვახტანგს ძალიან კარგად ვიცნობ. როგორც იცით, მე, შინაგან სამინისტროში ვმუშაობდი. ვახო გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით, ვაჟკაცობით, ქართველობით. ის ნამდვილად განსაკუთრებული პიროვნებაა. მე ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, შესაბამისად, ამ თემაზე ჩემთან კონსულტაციები არ ყოფილა”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.