ყირიმის რადასთან 2 ადამიანი გარდაიცვალა, 30-მდე კი დაშავდა

 ორი ადამიანი გარდაიცვალა და 30 -მდე დაშავდა ყირიმის რადასთან მომხდარი შეტაკებების დროს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებს 30-მა ადამიანმა მიაკითხა. აქედან ექვსის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. ექიმების შეფასებით, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიასთან, უმაღლესი რადის დეპუტატმა მუსტაფა ჯამილიემა გაახმაურა. მისი თქმით, მსხვერპლი გუშინ, მომიტინგეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა.
“აქედან ერთი გულის შეტევით გარდაიცვალა. მეორე ქალბატონი იყო, რომელიც ჭყლეტის შედეგად დაიღუპა”, – განაცხადა დეპუტატმა. რადის შენობასთან გუშინ ყირიმელი თათრების და რუსი ნაციონალისტების აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები