სოსო რობაქიძე: იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ მეორე ტერაქტიც იგეგმება


სოსო რობაქიძის ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ მეორე ტერაქტიც იგეგმება. როგორც რობაქიძემ გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა, აღნშნული ინფორმაცია მას ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მიაწოდა.
“იური ვაზაგაშვილი მოკლეს იმის გამო, რომ ქვეყანაში მომხდარიყო არეულობა. გაგიკვირდებათ და მე ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა, სახელს და გვარს არ ვიტყვი, მითხრა, რომ ჩვენ ვიცით, ვიღაც უნდა მომკვდარიყო და ისიც დამიდასტურა, ძალიან მალე მოხდება კიდევ მეორე ტერაქტი, რადგან ეს ერთი ტერაქტი არ ეყოფა. სიტუაცია მომწიფდა ისე, რომ უნდა მომხდარიყო არეულობა “ოცნების” წინააღმდეგ და ეს მთავრობა წასულიყო.
მე რაზე მწყდება გული „ოცნებასთან“ დაკავშირებით? – ქვეყანას საზღვარი არ აქვს გაკონტროლებული, ვინ შემოდის და ვინ გადის კაციშვილმა არ იცის. მეორე, აბსოლუტურად დაუცველია ყველა ადამიანი.
ჩვენ შეგვეძლო ამ სამი-ოთხი დღის განმავლობაში საქართველოში ცუნამის ტიპის მიტინგები მოგვეწყო, ჩვენ შვიდკაციანი საბჭო შევქმენით, მაგრამ ვაჩერებთ ყველა პოლიტიკოსს და მიტინგის უფლებას არ ვაძლევთ არავის, იმიტომ, რომ მე ვიცით ეს რატომ მოხდა, “ნაციონალებს” უნდოდათ ეს. არეულობა არ მოხდება”, – აღნიშნა სოსო რობაქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები