სოსო რობაქიძე ირაკლი ფირცხალავას: შენ თუ პოლიციელი ხარ, მაგ „პაგონებს“ შენი ხელით უნდა იხევდე (ვიდეო)

შენ თუ პოლიციელი ხარ, მაგ „პაგონებს“ შენი ხელით უნდა იხევდე, – ამ სიტყვებით მიმართა სოსო რობაქიძემ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას, რომელიც ე.წ. კორტების სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა. რობაქიძემ ყოფილ მაღალჩინოსანს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
„შენი მუნდირი სისხლით არის დასვრილი. რომ ამბობ იმ ადგილზე არ იყო სპეცოპერაცია დაგეგმილიო, როგორ მიიყვანეთ 50 სპეცრაზმელი 2 წუთში, თუ არ იყავით ჩასაფრებაში? ან რომელი კრიმინალი უხსნის მაკაროვით პულიმიოტებით შეიარაღებულ 50 სპეცნაზელს ცეცხლს, თუ ის პროფესიონალია. რა უფლება გაქვთ თქვენ, კრიალაშვილის არ იყოს, გინდა სამშობლოს მოღალატე იყოს, გინდა ბანდიტი იყოს, რა უფლებით კლავთ, სად გიწერიათ, რომ ლიკვიდაცია უნდა გაუკეთოთ? ახლა შენ ისეთი დამნაშავე ხარ რომ შენ პირადად უნდა გაგიკეთონ ლიკვიდაცია.
ჩვენ უკვე გულზე ხელებს არ დავიწყობთ. გვხოცავთ… მოკალით ირინა ენუქიძე, მოკალით იური ვაზაგაშვილი, დაგვიხოცეთ შვილები. შენ თუ პოლიციელი ხარ, მაგ პაგონებს შენი ხელით უნდა იხევდე, იმიტომ რომ შენ ემსახურებოდი ფაშიზმს. ქართველი ხალხი დახოცეთ. კრიმინალები ხართ ყველა, ბოდიში მაინც მოიხადეთ, 10 წელიწადში არ შეგეძლოთ ბოდიში მოგეხადათ? მანქანა შეასკდა ბოძს და ვერ გაძეხით იმდენი ტყვიები ესროლეთ“, – განაცხადა რობაქიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები