დავით უსუფაშვილი თეირანის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა

  ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი თეირანის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სიტყვით გამოვიდა.
პარლამენტის თავმჯდომარე აუდიტორიას საქართველოს უახლეს ისტორიაზე, რეგიონულ კონტექსტზე და თანამედროვე, გლობალურ პოლიტიკაზე ესაუბრა.
დავით უსუფაშვილის საჯარო ლექციას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან ერთად, ირანის ისლამური რესპუბლიკის განათლების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები