ირაკლი ღარიბაშვილი იური ვაზაგაშვილის დაკრძალვაზე იმყოფებოდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილის დაკრძალვას დაესწრო.
პრემიერთან ერთად იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მისი მოადგილე კახი კახიშვილი.
იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებს ასევე მიუსამძიმრეს დეპუტატებმა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წევრებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.
იური ვაზაგაშვილს სოფელ ყარაფილაში, სასაფლაოზე შვილების გვერდით დღეს დაკრძალეს.
ვაზაგაშვილი 20 იანვარს შვილის ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.