იური ვაზაგაშვილი სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე შვილების გვერდით დაკრძალეს

იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე შვილების გვერდით დაკრძალეს. ვაზაგაშვილის დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ მთავრობის წევრები, პოლიტიკოსები, ადგილობრივი მოსახლეობა, ოჯახის ახლობლები, ნათესავები, და ცნობადი სახეები.
იური ვაზაგაშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მინისტრებმა მინდია ჯანელიძემ, სოზარ სუბარმა, პაატა ზაქარეიშვილმა, გიორგი მღებრიშვილმა, კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები