გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრად მის დანიშვნაზე კონსულტაციების არსებობას უარყოფს

სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მის დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციების მიმდინარეობას უარყოფს. ამის შესახებ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს სოფელ ყარაფილაში განუცხადა, სადაც ის იური ვაზაგაშვილის დაკრძალვას ესწრება.
“კონკრეტულად გეტყვით, ამ საკითხზე საერთოდ არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა”, – აღნიშნა მღებრიშვილმა.
ამასთან, მისთვის უცნობია, თუ ვინ განიხილება ალექსანდრე ჭიკაიძის შემცვლელად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები