ზურაბ გამეზარდაშვილი შს მინისტრად მის დანიშვნაზე კონსულტაციების მიმდინარეობას არ ადასტურებს

სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად მის დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციების მიმდინარეობას არ ადასტურებს. ამის შესახებ გამეზარდაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა სოფელ ყარაფილაში, სადაც ის იური ვაზაგაშვილის გასვენებაში იმყოფებოდა.
“ჩემს გამინისტრებასთან დაკავშირებით ჩემთან არანაირი კონსულტაციები არ გამართულა. შინაგან საქმეთა მინისტრის დანიშვნა არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და ის მიიღებს გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა გამეზარდაშვილმა.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა ის მზად, შეთავაზების შემთხვევაში გახდეს შს მინისტრი, გამეზარდაშვილი აცხადებს, რომ ის არის ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი და მზად არის ემსახუროს ქვეყანას იქ, სადაც საჭიროა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები