“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შემზარავი და ტრაგიკული საქმე უსწრაფესად იქნას გახსნილი”

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობას ეხმაურება. დავით სუჯაშვილი გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს.
“სახელმწიფო, შესაბამისი სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ რომ ეს შემზარავი და ტრაგიკული საქმე უსწრაფესად იქნას გამოძიებული და გახსნილი”, – აცხადებს სუჯაშვილი.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები