სასწრაფოდ: ყირიმის პარლამენტის შენობა შტურმით აიღეს

  შეიარაღებულმა უცნობმა ხალხმა, წუხელ ღამით, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის შენობა აიღო,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში შეჭრილ ადამიანებს მოთხოვნები ჯერ არ წამოუყენებიათ.
ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქ სიმფეროპოლში მდგომარეობა გუშინ დაიძაბა. დღის პირველ ნახევარში პარლამენტის თავზე რუსული დროშა აფრიალდა. აქციაზე შეტაკება მოხდა დემონსტრანტებს შორისაც. ახალი ხელისუფლების მომხრეთა მომიტინგეებს შორის ყირიმელი თათრებიც იმყოფებოდნენ. აქციაზე სკანდირებდნენ: „გაუმარჯოს უკრაინას“ და „ალაჰ აკბარ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები