„მკვლელებს მინდა შევუთვალო, რომ მთავარი მოწმის ლიკვიდაცია სამართლებრივი თვალსაზრისით მათ შედეგს არ მოუტანს“

უმრავლესობის წარმომადგენლი ზაქარია ქუცნაშვილი პროკურატურას ე.წ. კორტების საქმის მთავარი მოწმის უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს. ამასთანავე დეპუტატი პროკურატურას მიმართავს, რომ ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენოს, რათა უკრაინაში მყოფ მოწმეს საფრთხე არ შეექმნას. ქუცნაშვილის ინფორმაციით, პროკურატურამ იური ვაზაგაშვილს გარდაცვალებამდე ჩვენება ჩამორთვა.
„მოვუწოდებ პროკურატურას, რომ სრულყოფილად აამუშაოს მოწმის დაცვის პროგრამა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს უკრაინასთან სამართლებრივი დახმარების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმებული, რომ ამ მოწმეს საფრთხე არ შეექმნას. ჩემი ინფორმაციით, რაც მე ვიცი ბატონ იური ვაზაგაშვილისგან, მას უკვე ჩვენება ჩამოართვა მთავარმა პროკურატურამ, ასე რომ, მკვლელებს მინდა შევუთვალო, რომ მთავარი მოწმის ლიკვიდაცია სამართლებრივი თვალსაზრისით მათ არანაირ შედეგს არ მოუტანს“,- განაცხადა ქუცნაშვილმა
ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, გამოძიებასთან ერთად ჩვენების დეტალები მისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვისაც ცნობილია. შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს შვილის საფლავზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები