ყირიმში “ფეიპალმა” და “ვიზამ” ფუნქციონირება შეწყვიტეს
ამერიკულმა საგადასახადო სისტემამ “ფეიპალმა”ყირიმში ფუნქციონირება შეწყვიტა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეერთებული შტატების იურისდიქციის დაქვემდებარებაში მყოფმა კომპანიამ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შედეგად მიიღო. კომპანიამ ყირიმის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ბოდიში მოუხადა. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში კი ონლაინპასუხების შეთავაზებით შემოიფარგლა.
აღნიშნული ფაქტი აშშ-ს მიერ რუსეთის მიმართ გატარებული სანქციების ნაწილია. ობამამ საერთაშორისო ორგანიზაციებს ფინანსური ოპერაციების დაბლოკვა დაავალა. წინა წლის დეკემბერში ყირიმში საერთაშორისო გადახდის სისტემა “ვიზა” -მაც შეწყვიტა ფუნქციონირება.