დონეცკის ლიდერის თქმით, ყველა, ვინც რეგიონს დატოვებს, სახლის გარეშე დარჩება

ყველა, ვინც დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას დატოვებს, სახლის გარეშე დარჩება. განცხადება ამის შესახებ დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ გააკეთა.
“ნებისმიერ ადამიანს, ვინც დონეცკის სახალხო რესპუბლიკას დატოვებს, სახლი ჩამოერთმევა. ჩვენ მრავლად გვყავს მებრძოლები და ლტოლვილები, რომლებსაც საცხოვრებლები სჭირდებათ”, – აცხადებს ზახარჩენკო.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული განცხადება ზახარჩენკომ დონეცკის სასწავლო დაწესებულებების ლექტორებთან შეხვედრისას განაცხადა. სწავლის პროცესი კი დონეცკის საგანმანათლებლო დაწესებულებებში რამდენიმე დღეა შეჩერებულია, რომლის  მიზეზიც ბოლო პერიოდში რეგიონში ვითარების გამწვავება გახდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ინდოეთის საელჩომ ოფიციალური განცხადება გააკეთა. საკუთარ მოქალაქეებს ის დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დაუყოვნებლივ დატოვებას სთხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები