აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან ოკუპანტებმა სკოლის მოსწავლეები დააკავეს
აფხაზეთის საოკუპაციო ზოლთან რუსმა ოკუპანტებმა სკოლაში მიმავალი 3 მცირეწლოვანი სკოლის მოსწავლე დააკავეს.
როგორც “კვირას“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელძღვანელმა ოთარ გოგოხიამ განუცხადა, მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე კლასის სამი მოსწავლე, რომლებიც სოფელ ფახულანის მეორე საჯარო სკოლაში სწავლობენ, ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის კვეთის გამო დააკავეს.
გოგოხიას ინფორმაციით, ბავშვებმა სკოლაში გადასვლა ე.წ. მოკლე გზით გადაწყვიტეს.
მისივე თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე გადასვლის უფლება მეშვიდე და მაღალი კლასების მოსწავლეებს აქვთ და ოკუპანტებს სწორედ აღნიშნული კლასების მოსწავლეების სია აქვთ. “შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სკოლის დირექტორი, ბავშვები დაახლოებით ნახევარ საათში გაათავისუფლეს“, – აღნიშა გოგოხიამ. გოგოხია ვარაუდობს, რომ ოკუპანტების მხრიდან მსგავსი პრობლემა მოსწავლეებს მომავალშიც შეექმნებათ.