გოგა ონიანის ახლობლებმა 20 ათასი ლარი გადაიხადეს

  გოგა ონიანის ახლობლებმა გირაოს თანხა – 20 ათასი ლარი უკვე გადაიხადეს და ბრალდებული რამდენიმე წუთში სასჯელარღსრულების დაწესებულებას დატოვებს – ამის შესახებ „კვირას“ გოგა ონიანის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე თავდებად საპარლამენტო უმცირესობის წევრები დაუდგნენ. ველიჯანაშვილის თქმით, გოგა ონიანს თავდებად დაუდგნენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები: აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წილკაური, ჩიორა თაქთაქიშვილი, როლანდ ახალაია და კიდევ რამდენიმე პირი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ონიანს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ონიანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე მტკიცებულებების ფალსიფიცირებას და განზრახ უკანონო დაკავებას ედავება. საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები