სამართალდამცველებმა წყლის გამათბობლების უკანონოდ შემოტანისთვის ჩინეთის მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ჩინეთის მოქალაქე ხუანგ სუვეი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, უკანონოდ შემოიტანა დიდი ოდენობით ბუნებრივი აირის წყლის გამათბობლები. ხუანგ სუევმა საბაჟო დეკლარაციაში არ დააფიქსირა აღნიშნული საქონელი და ამ გზით სცადა ტვირთის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც გამოვლენილი და აღკვეთილია საგამოძიებო სამსახურის მიერ.
საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები