“მის თურქეთი – 2006“ ერდოღანის კრიტიკისთვის დააპატიმრეს
ყოფილი “მის თურქეთი- 2006“ მერვე ბუიუკსარაჩი, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის კრიტიკისთვის გაასამართლეს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “Nypost.com” ავრცელებს.
26 წლის “მის თურქეთმა” ერდოღანს ერთ-ერთი თურქული პოემა მიუძღვნა, რომელიც კრიტიკას შეიცავდა. როგორც სააგენტო წერს, კრიტიკა იმდენად მწვავე იყო, რომ პრეზიდენტის შეურაცხყოფაშიც კი გადადიოდა. მთავრობის წევრებმა აღნიშნული საქციელი პროვოკაციად შეაფასეს და გოგონას დაპატიმრება გადაწყვიტეს.