ბათუმში, გვიან ღამით „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანა დაწვეს

ბათუმში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით, „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანა დაწვეს.
როგორც ავტომობილის მეპატრონე დათო მანჯავაძე აცხადებს, სახლის სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს მამაკაცი, რომელმაც მანქანას ბენზინი შეასხა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა.
მანჯავიძე მომხდარს გივი თარგამაძესთან მეგობრობას უკავშირებს და აცხადებს, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრებს მისი დაშინება სურდათ.
როგორ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები