სეპარატისტებმა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მანქანა ააფეთქეს

სეპარატისტებმა უკრაინის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსანდრე ტურჩინოვის მანქანა ააფეთქეს. როგორც საინფორმაციო სააგენტო “რია. რუ” იუწყება, ტურჩინოვის მანქანა მაშინ აფეთქდა, როდესაც სეპარატისტები დონეცკის საერთაშორისო აეროპორტს ბომბავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ტურჩინოვი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში იმყოფება. როგორც “რია. რუ” იუწყება, ის არ დაშავებულა და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები